„დღეს ნატო უფრო ძლიერი, ერთიანი და მიზანდასახულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“ – ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმება ნატოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ალიანსის გენერალური მდივანი დაკავებულ თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით დარჩება.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, იენს სტოლტენბერგი მისი მუდმივი ლიდერობით, გამოცდილებით და განსჯის უნარით, ალიანსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარა.
„მივესალმები განცხადებას, რომ ნატო გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ვადას კიდევ ერთი წლის ვადით უხანგრძლივებს. მისი მუდმივი ლიდერობით, გამოცდილებით და განსჯის უნარით, გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დაეხმარა ალიანსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში. დღეს ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერი, ერთიანი და მიზანდასახულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მოუთმენლად ველოდები გენერალურ მდივანთან მუშაობის გაგრძელებას ალიანსის შემდგომი გაძლიერების მიზნით, მომავალ კვირას ვილნიუსში, ნატოს სამიტზე და მომავალ წელს ვაშინგტონში ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტის წინ“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.