„ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციებზე რუსთავისა და გარდაბნის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

ქვემო ქართლის რეგიონში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დაიწყო.

რუსთავში გამართულ კონფერენციაზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ასევე ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ გარდაბნის ორგანიზაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი უხელმძღვანელებს.

ხვალ პარტიული კონფერენციები გაიმართება წალკასა და თეთრიწყაროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები