რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს, მისი ვადა 17 ივლისს იწურება.

უწყების ცნობით, რუსეთი საჭირო ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეთანხმებაში მონაწილე ყველა გემმა შავი ზღვა აღნიშნულ თარიღამდე დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები