“სამიტის მზადების შესახებ პრეზიდენტ ზელენსკისთან კარგი საუბარი გვქონდა” – სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან “კარგი საუბარი” ჰქონდა.
ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.
„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენებისა და ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ“, – დაწერა სტოლტენბერგმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვილნიუსში ალიანსის წევრები გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის, პოლიტიკური კავშირების განახლებისა და ნატოსთან უკრაინის დაახლოების შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.