“უკრაინას სულ სხვა მიზნები ჰქონია საქართველოსთან მიმართებით, ვიდრე ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მოძმე ხალხის მიმართ” – ირაკლი ქადაგიშვილი

“ჩვენ ვითვალისწინებთ ერთ მთავარ რამეს – აქ არის უკრაინა, როგორც სახელმწიფო და აქ არის უკრაინელი ხალხი, რომლებიც არიან ომში და ამ ომის შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადებები და ნაბიჯები, რომელიც უკიდურესად დამაზიანებელი შეიძლება იყოს, არ გვინდა შევწიროთ ამ დამაზიანებელ განცხადებებს”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანუ თბილისის ოფიციალური განცხადება იყო ვითარების სწორი შეფასება და ამავდროულად ნათქვამი იყო, რომ ჩვენ ამ ვითარებაშიც კი არ გადავდგამთ კონტრნაბიჯებს, რადგან საქართველო ვიწრო ინტერესზე მაღლა დგას, გულდასაწყვეტია, რომ უკრაინას სულ სხვა მიზნები ჰქონია საქართველოსთან მიმართებით, ვიდრე ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მოძმე ხალხის მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

მან დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები