ჩინეთმა ბორელის ვიზიტი გააუქმა
ჩინეთმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ვიზიტის გაუქმების მიზეზები ამ დრომდე არ დასახელებულა.
„სამწუხაროდ, ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ არის შესაძლებელი და ახლა ჩვენ უნდა ვეძებოთ ალტერნატივა“, – ნათქვამია ევროკავშირის სპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებაში.
მედიის ცნობით, ბორელი პეკინში 10 ივლისს ჩინელ კოლეგას უნდა შეხვედროდა და განეხილა სტრატეგიული საკითხები, მათ შორის, ადამიანის უფლებები და რუსეთის ომი უკრაინაში.
ცნობისთვის, წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბორელის, ჩინეთში ვიზიტი გაუქმდა.