ირაკლი ქადაგიშვილი: ჩემთვის კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, რომ სააკაშვილი საქართველოში შემოგზავნილი იყო გარკვეული მისიით

“ჩემთვის კიდევ ერთხელ გახდა აშკარა და ნათელი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოგზავნილი იყო გარკვეული მისიით, რომელიც ვერ შეასრულა და ახლა უნდათ რამენაირად უკან გაიყვანონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ მას მსჯავრი აქვს დადებული იმ დანაშაულების გამო, რომელიც მან ჩაიდინა იმ დროს, როცა იყო საქართველოს მოქალაქე. აქედან გამომდინარე, მან, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს საქართველოს კანონებისა და საქართველოს წინაშე. თან იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, როდესაც ეს დანაშაულები ჩაიდინა. მეორე საკითხი გახლავთ იმაში, რომ რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილს არავინ წამლავს, აწამებს და მას აქვს ყველა საუკეთესო პირობა საქართველოში მკურნალობისათვის და ეს არ არის ამ შემთხვევაში რომელიღაცა დაინტერესებული მხარის განცხადება, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, დანარჩენი ყველა განცხადება ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. მესამე საკითხი გახლავთ ის, რომ სააკაშვილი შეგნებულად ახორციელებდა თვითდაზიანების პოლიტიკას, ცოტა ხანში ორი წელიც კი შესრულდება, ერთადერთი მიზნით, რომ თავი დაეღწია კანონიერი მსჯავრისაგან და ამისათვის იყენებდა ყველა საშუალებას რათა ყველაზე უფრო მძიმედ დაეზიანებინა ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ინტერესები. რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ გახდა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, აშკარა და ნათელი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოგზავნილი იყო სწორედ გარკვეული მისიით და კონკრეტული დავალებით, მან ეს დავალება ვერ შეასრულა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა და ორგანოებმა იმუშავეს და იგი დააკავეს, მოხვდა იქ, სადაც კანონით ჰქონდა მისჯილი და ახლა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დიდი კამპანია, რომ რამენაირად უკან გაიყვანონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები