“ქართული ოცნება” ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს

“ქართული ოცნება” ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს. დღეს პარტიის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები რუსთავში იმყოფებოდნენ.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინო ლაცაბიძე და ბიუროს წევრები აირჩიეს.

დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი ღონისძიება გარდაბანში. გასვლითი ღონისძიებები მიზნად ისახავს პარტიის სტრუქტურულ გაძლიერებას.

თბილისის მერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი – კახა კალაძე აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო.

“პარტიული კონფერენციები გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარე პრობლემებზე. 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება უკვე დავიწყეთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები