სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით რჩება

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით რჩება.

ამის შესახებ თავად ალიანსის ლიდერმა Twitter-ში დაწერა.

მისი თქმით, მისთვის პატივია, რომ წევრებმა მისი უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი წლით, 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს.

“ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას თითქმის 75 წლის განმავლობაში და უფრო საშიშ სამყაროში ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე”, – დაწერა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები