კახა კალაძე: რეალურად, დღეს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ვისაც ჰყავს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

გვახსოვს, რაც ხდებოდა საარჩევნო პროცესების წინ. მიზანმიმართულად არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა ჟურნალისტის კითხვას „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე ელისო კილაძის განცხადებას, რომელიც „ფორმულას“ და კეზერაშვილს იმ სქრინის დამალვაში ადანაშაულებს, სადაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციას რეიტინგით ბევრად წინ უსწრებს.

„ხშირად ხდება და არის მცდელობა, მანიპულაცია მოხდეს საზოგადოებრივ აზრზე. მე მაშინ ოპოზიციაში ვიყავი 2011 წელს, როდესაც ვისმენდით კონკრეტულ კვლევებს, იდებოდა კონკრეტული შედეგები და რეალობაში აბსოლუტურად სხვა შედეგები ჯდებოდა. ძალიან ბევრი იყო ასეთი შემთხვევა. გვახსოვს რაც ხდებოდა საარჩევნო პროცესების წინ. მიზანმიმართულად არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. რეალურად, დღეს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ვისაც ჰყავს, ეს არის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს გამოწვევებს, ჯერ კიდევ არსებულ საფრთხეებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის. რა არის ყველაზე მთავარი – შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, სიმშვიდე, რომ მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები