კახა კალაძე – ზელენსკის გადაწყვეტილებაზე: მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა
მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს.
„გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ერთი რამ მინდა, ვთქვა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ისტორიულად, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ. ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს“, – განაცხადა კალაძემ.