ირაკლი კობახიძე: ომი როგორც კი დაიწყო, ჩვენი ელჩი იყო ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც დარჩა კიევში და ყველაფერს აკეთებდა, რათა მაქსიმალურად გატარებულიყო უკრაინის ინტერესები

ომი როგორც კი დაიწყო, ძალიან ბევრი ელჩი, მათ შორის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები კიევიდან გავიდნენ, ჩვენი ელჩი იყო ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც კიევში დარჩა და ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გატარებულიყო უკრაინის ინტერესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ელჩი პირველივე დღეებიდან ყველაფერში იყო ჩართული, როგორც ჰუმანიტარული, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით.

„კონსულტაციები ფორმალობაა. პრაქტიკულად, გამოვიდა, რომ არის ელჩი, რომელიც ომის დაწყების დღიდან რჩებოდა კიევში. ძალიან ბევრი ელჩი, მათ შორის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები გავიდნენ კიევიდან, როგორც კი ომი დაიწყო, უკრაინაში ჩვენი ელჩი იყო ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რჩებოდა კიევში და ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გატარებულიყო უკრაინის ინტერესები, იქნებოდა ჰუმანიტარული, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, თუ ასე შემდეგ. ელჩი პირველივე დღეებიდან ყველაფერში იყო ჩართული, არ ტოვებდა კიევს, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ კიევზე იყო რუსული სამხედრო აგრესია. როდესაც ამ ფონზე, უკრაინის ხელისუფლება იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ეს არის მიუღებელი და ეს არის შეურაცხმყოფელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები