46 ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა პაპუაშვილს მიმართავს, შეუშვან სააკაშვილის მოსანახულებლად

46 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს, შეუშვან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში განაცხადეს.

„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს დაშვება საქართველოს პარლამენტის წევრებზე ისევე, როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, რათა მსოფლიომ იცოდეს სიმართლე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვას ხელს აწერენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე, რამდენიმე დეპუტატი სხვა ოპოზიციური ფრაქციიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები