გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ქალთა ლიგის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ქალთა ლიგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას იწყებენ.

პარლამენტის ინფორმაციით, ქალთა ლიგა გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის შემადგენელი სტრუქტურაა, რომელიც პარლამენტის წევრ ქალებს და სტუდენტებს სამოქალაქო მომზადების კურსს ჩაუტარებს.
ხუთდღიანი კურსი მოიცავს სამოქალაქო მომზადების და სხვადასხვა ექსტრემალური პირობების დროს მოქცევის წესების შესწავლას. კურსი მოიცავს სტიქიური მოვლენების, ტერაქტების თუ სხვა ექსტრემალური პირობების დროს ქცევის წესებს, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. თეორიული წავლების გარდა ჩატარდება საველე სწავლებები სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე.

„ამ კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ მაზნიაშვილის ლეგიონის ტრენერები და როგორც დღეს გაგვაცნეს, ძალიან საინტერესო დღის წესრიგი აქვთ. ასეთი მოდელი, კარგად არის დანერგილი ფინეთსა და ესტონეთში. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობა გავიაროთ და საჭირო უნარ-ჩვევები შევიძინოთ”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები