საფრანგეთში 27 ივნისის საღამოდან დღემდე ქუჩებში არეულობის შედეგად 3490 ადამიანია დაკავებული, დამწვარია 5900 ავტომობილი.
ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, დაფიქსირებულია შენობების ცეცხლის წაკიდების ან ვანდალიზმის 1100 შემთხვევა, დამწვარია 12 000-ზე მეტი ნაგვის ურნა და, დაახლოებით, 270 თავდასხმა მოხდა პოლიციის განყოფილებებზე.
არეულობის შედეგად, 800-ზე მეტი სამართალდამცველი და 35 მეხანძრე დაშავდა.
3 ივლისს ერთი მაშველის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც სენ-დენიში ავტოსადგომზე ცეცხლმოკიდებული ავტომობილების ჩაქრობას ცდილობდა.