საფრანგეთში ღამემ სერიოზული დარბევის გარეშე ჩაიარა – დაკავებულია მხოლოდ 20-მდე პირი

საფრანგეთში ზედიზედ მეორე ღამემ ძალადობრივი არეულობების გარეშე ჩაიარა. ძალოვანებმა 20-ზე ნაკლები პირი დააკავეს, რაც წინა კვირასთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელო ციფრია.

ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

გასულ ღამეს 200-ზე მეტი ცეცხლის გაჩენის ფაქტი დაფიქსირდა, ვანდალიზმის ან შენობების დაწვის 24 მცდელობა.

წესრიგს ისევ 45 ათასზე მეტი სამართალდამცველი იცავდა.

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არეულობის შედეგად დაზარალებული 220 თემის მერს შეხვდება, რომ მათ მხარდაჭერა გამოუცხადოს და მოისმინოს მათი მოსაზრებები და წინადადებები.

ამ კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტს სურს, “დაიწყოს საფუძვლიანი გრძელვადიანი მუშაობა, რომ მომხდარის მიზეზების სიღრმისეული გაგება მოხდეს”.

3 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქ აი-ლე-როუზის მერის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა, რომლის სახლსაც თავს დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები