ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების შეზღუდული გაცემა განაახლა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებზე ვიზის გაცემას დღეიდან განაახლებს

ამის შესახებ სააგენტო BNS იტყობინება.

უწყებამ ვიზების გაცემა ერთი კვირის წინ, “ვაგნერის” აჯანყების მცდელობის დროს უსაფრთხოების მიზეზით დროებით შეწყვიტა.

აღნიშნულია, რომ ახალი გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების არსებული ვითარების შეფასების, ასევე, მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონულ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ.

სავიზო განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ლატვიის მცხოვრებლების ოჯახის წევრებს, ევროკავშირის ქვეყნებისა და შვეიცარიის მოქალაქეებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომელთა შესვლა დაკავშირებულია ჰუმანიტარულ მიზეზებთან, მაგალითად, ნათესავის მძიმე ავადმყოფობასთან ან დაკრძალვას, ასევე, იმ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები