შვეიცარია უკრაინას სკოლების რეაბილიტაციისთვის 5,6 მილიონ ევროს გამოუყოფს

შვეიცარია საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული უკრაინის 30 სკოლის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 5,6 მილიონ ევროს გამოყოფს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფედერალურმა მრჩეველმა, იგნაციო კასისმა შვეიცარიის მხარდაჭერა პროექტისთვის „დეცენტრალიზაცია გაუმჯობესებული დემოკრატიული განათლებისთვის“ (DECIDE), 5,5 მილიონი შვეიცარიული ფრანკით გაზარდა, რათა ჩერნიგოვში, ოდესასა და პოლტავაში უშუალოდ დაზარალებული რეგიონების 30 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდეს.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს უსაფრთხო მრავალფუნქციური საკლასო ოთახების მოწყობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწავლის უწყვეტ ფორმატში წარმართვა, თუნდაც საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები