„როსატომი“ ჩეხეთში საქმიანობას საბოლოოდ წყვეტს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომმა“ ჩეხეთში საქმიანობა საბოლოოდ შეწყვიტა.

მედიის ცნობით, კომპანიის ადგილობრივი ფილიალი კომერციული რეესტრიდან გამორიცხულია, მისმა ყველა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა.

ასევე, საქმიანობა შეწყვიტა კავშირგაბმულობის სააგენტომ, რომელიც „როსატომში“ მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ „როსატომმა“ ჩეხეთის დუკოვანის ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა ვრბეტიცეში საბრძოლო მასალის აფეთქებაში მონაწილეობდა, ჩეხეთის მთავრობამ რუსული კონცერნი ტენდერიდან გარიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები