„უკრაინას უფლება აქვს, ფრთხილი კონტრშეტევა ჩაატაროს“ – ნატოს უმაღლესი წარმომადგენელი
უკრაინის კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ რთულია ნაღმებისა და სხვა დაბრკოლებების გამო, მაგრამ უკრაინული ძალები მართებულად მოქმედებენ, როდესაც ისინი სიფრთხილეს იჩენენ, – ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.
„კონტრშეტევა რთულია. ხალხმა არასოდეს უნდა იფიქროს, რომ ეს მარტივი საქმეა. ეს არასოდეს იქნება მარტივი“, – განუცხადა ბაუერმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.
მისი თქმით, უკრაინული ძალები აწყდებიან თავდაცვით დაბრკოლებებს, როდესაც ისინი რუსული ხაზების გარღვევას ცდილობენ.
„ჩვენ ვნახეთ ნორმანდიაში მეორე მსოფლიო ომში, რომ მოკავშირეებს შვიდი, რვა, ცხრა კვირა დასჭირდათ გერმანელების თავდაცვითი ხაზის გასარღვევად. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ეს პროცესი სწრაფად არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ადმირალმა.