რუსეთმა უკრაინაში ომში სახმელეთო ძალების თითქმის 90% ჩართო – ნატო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ომში თავისი სახმელეთო ძალების თითქმის 90% გაგზავნა.

ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, – წერს Corriere della Sera.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპულ ან დაჭრილ ჯარისკაცებს მობილიზებულებით ჩაანაცვლებს.

ადმირალის თქმითვე, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსები ძლიერ ფლოტს და საჰაერო ძალებს ინარჩუნებენ.

„ჩვენი სამომავლო თავდაცვითი გეგმები ეფუძნება არა რუსული ძალების ამჟამინდელ მდგომარეობას, არამედ 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას. რუსები ჯარში დანაკარგების შევსებას დაიწყებს და ამიტომ გვაქვს რამდენიმე წელი: ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ მათი შესაძლებლობები, რადგან მათ ისტორიაში არაერთხელ აჩვენეს, რომ ფეხზე წამოდგომა შეუძლიათ“, – განაცხადა მან.

ბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები “დიდი სიფრთხილითა და სიფხიზლით” მოქმედებენ იმ რაიონებში, რომლებიც უშუალოდ ნატოს ესაზღვრება.

”მათ არ სურთ ჩვენთან კონფლიქტის რისკის გამოწვევა”, – თქვა ბაუერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები