“ყირიმის დაბრუნების გარეშე ომი არ დასრულდება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენის გარეშე რუსეთთან ომი არ დასრულდება.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი საბოლოო მიზანი ყირიმის განთავისუფლებაა.

“ვერ წარმოვიდგენთ უკრაინას ყირიმის გარეშე. და სანამ ყირიმი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იქნება, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: რომ ომი ჯერ არ დასრულებულა”, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერს ასევე ჰკითხეს, არსებობს თუ არა რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მშვიდობის დამყარება ყირიმის დაბრუნების გარეშე.

“მაშინ ეს არ იქნება გამარჯვება”, – უპასუხა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები