“გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში” – საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ – ე. წ. მღვდელი ნიკოლოზ მამცელიძე.
სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა პიროვნების შესახებ, რომელიც, როგორც ფოტოდან ჩანს, სასულიერო პირის შესამოსლითა და ჯვრით არის წარმოდგენილი. ირკვევა, რომ იგი საზოგადოებას მღვდელ ნიკოლოზ მამცელიძის სახელით ეცნობა.
ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმული.
ამიტომ გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში და იცოდეს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება თვითნებური და დამაბრკოლებელია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.