“ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, რაც პუტინს ჰქონდა, იშლება” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პასუხი “ვაგნერის” ამბოხზე იყო სუსტი და კრემლის ლიდერი საკუთარ ხალხზე კონტროლს კარგავს.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში თქვა.
“დავინახეთ პუტინის რეაქცია. ის სუსტი იყო. პირველ ყოვლისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველაფერს არ აკონტროლებს. “ვაგნერის” გადაადგილება რუსეთის სიღრმეში და ზოგიერთი რეგიონის აღება გვიჩვენებს, რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლების მთელი ეს ვერტიკალი, რაც მას ჰქონდა, უბრალოდ, იშლება“, – აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ სადაზვერვო ანგარიშებმა აჩვენა, რომ კრემლი ბჭობდა, თუ რა მხარდაჭერა აქვს “ვაგნერის” ლიდერს ევგენი პრიგოჟინს.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მოსახლეობის ნახევარი პრიგოჟინის აჯანყებას უჭერდა მხარს.