საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
2023 წლის 3 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგადი მდგომარეობა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეალიზების საკითხები. ისაუბრეს მედიათავისუფლების, უფლებადამცველთა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე; ხაზი გაუსვეს უმცირესობათა უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. საუბარი შეეხო, ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს.