საქართველოში 2023 წლის ივნისში ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა
საქართველოში 2023 წლის ივნისში ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.0 პროცენტით განისაზღვრა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.