შოიგუ პრიგოჟინის აჯანყებას პირველად გამოეხმაურა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. 23 ივნისის მოვლენების შემდეგ, შოიგუს არცერთი განცხადება არ გაუკეთებია.
მისი თქმით, „ეს გეგმები, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო ჩაიშალა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ფიცისა და სამხედრო მოვალეობის მიმართ ერთგულება გამოავლინეს. პროვოკაციას ჯარების დაჯგუფების ქმედებებზე გავლენა არ მოუხდენია. სამხედროები გაბედულად და თავდაუზოგავად აგრძელებდნენ მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას”.
მისი თქმით, „სამართლიანობის მარშით“ პრიგოჟინი აპირებდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ჩამოგდებას, მაგრამ საბოლოოდ, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით, შეთანხმებები დადო.
შოიგუს თქმით, შეთანხმების თანახმად, მინსკი პრიგოჟინს თავშესაფარს მისცემს, ხოლო მისი მებრძოლები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ აჯანყებაში, შეძლებენ – გააფორმონ კონტრაქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.