საფრანგეთში 17 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ოჯახისთვის 800 ათასი ევრო შეაგროვეს

საფრანგეთში 17 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ოჯახის მხარდასაჭერად, ფონდი შეიქმნა.

ამის შესახებ BFM TV იტყობინება.

ფონდი ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, ერიკ ზემურის კამპანიის სპიკერმა, ჟან მესიამ მკვლელობიდან მეორე დღეს შექმნა.

დღესდღეობით, ფონდში უკვე 825 213 ევროა შეწირული.

ფონდის აღწერილობაში ნათქვამია, „ნანტერის პოლიციის ოფიცრის ფლორიან მ.-ის ოჯახის მხარდაჭერა, რომელმაც თავის საქმეს ასრულებდა და ახლა ამისთვის მაღალ ფასს იხდის”.

ამავდროულად, ინიციატივამ ინტერნეტის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით – მემარცხენე პოლიტიკოსებში.

როგორც საფრანგეთის სოციალისტური პარტიის პირველმა მდივანმა, ოლივიე ფორმა დაწერა, “თქვენ არსებულ განხეთქილებას აღრმავებთ იმ პოლიციელის მხარდაჭერით, რომელიც ნებაყოფლობითი მკვლელობისთვის გამოძიების ქვეშ იმყოფება”.

პარტია “აღმავლობის” დეპუტატმა, ერიკ ბოტორელმა ასევე გააკრიტიკა ფონდის შექმნა და განაცხადა, რომ “ნაელის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ქვეშ მყოფი პოლიციელისთვის რამდენიმე ასეული ათასი ევროს გამოყოფა, უხამსი და სკანდალური ქმედებაა”.

ასევე, ცნობილია პოლიციელის ოჯახის მხარდასაჭერად შექმნილი კიდევ ერთი ფონდის შესახებ, რომელშიც 53 ათას ევროზე მეტია შეგროვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები