“გერმანიაში საფრანგეთის მსგავსი მოვლენები მოსალოდნელი არ არის” – ოლაფ შოლცი

.გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს.

ამის შესახებ მან ARD-თან ინტერვიუში განაცხადა.

შოლცის თქმით, გერმანია საფრანგეთს „კეთილმოსურნე მეზობლად“ მიიჩნევს.

კანცლერი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთს არასტაბილურობა არ ემუქრება და მისი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სიტუაციის სწრაფად მოსაგვარებლად გზებს გამონახავს.

შოლცი ასევე მიიჩნევს, რომ მსგავსი არეულობა გერმანიაში მოსალოდნელი არ არის.

”ამის ნიშნები არ არსებობს”, – ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბერლინმა ბევრი გააკეთა ენერგიის მაღალი ფასების შესარბილებლად და, ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველსაყოფად, ამ სფეროში საზოგადოების შესაძლო უკმაყოფილების გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები