“გასულ კვირას სამხრეთ უკრაინაში 28 კვ.კმ-ის ტერიტორიაა გათავისუფლებული” – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ ფრონტზე 9 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გათავისუფლება მოახერხეს.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით მიიწევენ, ხოლო რუსული – ლიმანსკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებით.

გარდა ამისა, სამხრეთით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით შეტევას აგრძელებენ.

მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში სამხრეთის მიმართულებით 28,4 კვ.კმ-ის ტერიტორიაა გათავისუფლებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები