პარიზის მახლობლად არეულობის შედეგად ცეცხლმოკიდებული ავტომობილის ჩაქრობის დროს მაშველი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შს მინისტრი, ჟერალდ დარმანენი “ტვიტერში” ავრცელებს.
”ამ ღამით 24 წლის, სახანძრო ბრიგადის კაპრალი, სენ-დენის მიწისქვეშა ავტოსადგომზე ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა, სადგომზე რამდენიმე მანქანა იწვოდა,” – დაწერა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, დაშავებული მაშველისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა სცადეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დარმანენმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
გასულ ღამეს საფრანგეთში 157 ადამიანი დააკავეს, გზებზე 352 ხანძარი გაჩნდა, 297 სატრანსპორტო საშუალებას გაუჩნდა ცეცხლი და 34 შენობას.