“ვაგნერი” თავის რიგებში დაქირავებულების აყვანას წყვეტს
კერძო სამხედრო კამპანია “ვაგნერი”, ერთი თვით, თავის რიგებში დაქირავებულების აყვანას წყვეტს.
შესაბამისი ინფორმაცია მათ ტელეგრამ-არხზე გვიან საღამოს გავრცელდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ახსნეს იმით, რომ “ვაგნერი” დროებით არ მონაწილეობს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში და ბელარუსშია გადასული”.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას უცხოური მედია, მათ შორის, BBC წერდა, რომ, არშემდგარი ამბოხის მიუხედავად, “ვაგნერი” მებრძოლების აყვანას აგრძელებდა.
მაშინ “ვაგნერის” კრასნოდარის განყოფილების თანამშრომელმა თქვა, რომ “ჩვენ ვმუშაობთ. რამე რომ შეცვლილიყო, გვეცოდინებოდა. ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა”.