პრიგოჟინთან დაკავშირებული მედიაჰოლდინგი რუსეთში მუშაობას წყვეტს

კერძო სამხედრო კამპანია “ვაგნერის” დამფუძნებელთან, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული მედიაჰოლდინგი – “პატრიოტი” რუსეთში მუშაობას წყვეტს.

ამის შესახებ მისმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევგენი ზუბარევმა განაცხადა.

1-ელ ივლისის საღამოს “პატრიოტ მედიას” სოციალურ ქსელებში ზუბარევის ვიდეომიმართვა გავრცელდა

„მე ვაცხადებ, რომ გადავწყვიტეთ,  დავიხუროთ და დავტოვოთ ქვეყნის საინფორმაციო სივრცე“, – თქვა მან, თუმცა, გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავს.

წინა დღით, რუსული “კომერსანტი” წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ როსკომნადზორმა პრიგოჟინთან დაკავშირებული მედიასაშუალებები დაბლოკა.

მანამდე, გამოცემა “ტასი” წერდა, რომ დაგეგმილია ჰოლდინგში შემავალი ყველა გამოცემის დახურვა: “ახალი ამბების ფედერალური სააგენტო”; “ნაროდნიე ნოვოსტი”, “ეკონომიკა სეგოდნია”, “ნევსკიე ნოვოსტი” და “პოლიტიკა სეგოდნია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები