პაატა მუჯირი: მატარებლების მოძრაობა განახლდება მაშინ, როდესაც მივიღებთ ექსპერტებისგან დასკვნას, რომ გადაადგილება უსაფრთხოა

“ბოლო დღეების დისკომფორტი გამოწვეულია საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით – დასავლეთ საქართველოში უამინდობის და უხვი ნალექის გამო”, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის  სამგზავრო გადაყვანების დირექტორის მოადგილემ, პაატა მუჯირმა განაცხადა.

მისივე თქმით,  შექმნილი ვითარების გამო, მგზავრებს ბილეთების ღირებულების 100% აუნაზღაურდებათ.

„ბილეთების ღირებულების 100% უბრუნდებათ მგზავრებს. ექსპერტები, გეოლოგები, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ და ამ დროისთვის გზა გაწმენდილია. ველოდებით დასკვნას ექსპერტებისგან, როდესაც გვექნება ინფორმაცია, რომ გადაადგილება უსაფრთხო იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მატარებლები მოძრაობის განახლება“, – აღნიშნა პაატა მუჯირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები