ხარაგაულში, სოფელ მარელისთან მეწყერში მოყოლილ მამაკაცს ეძებენ

ხარაგაულში სოფელ მარელისთან მეწყერში მოყოლილ ხანდაზმულ მამაკაცს ეძებენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

ამასთან, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, სტიქიის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები