მასობრივი არეულობები შვეიცარიაში – სამართალდამცავებმა 7 ადამიანი, მათ შორის ქართველი დააკავეს
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში წუხელ მომხდარი არეულობის დროს სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს მათ შორის ერთი ქართველია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებულთაგან 6 არასრულწლოვანია.
დაკავებულები არიან პორტუგალიელი, ბოსნიელი და სომალელი სამ გოგონა, ასევე ქართველი და სერბი ბიჭები და ერთ შვეიცარიელი, ისინი 15-დან 17 წლამდე არიან. ერთადერთი სრულწლოვანი დაკავებული 24 წლის შვეიცარიელია.
არსებული ინფორმაციით, დემონსტრანტები საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად შეიკრიბნენ.