ზელენსკი: ჩემი მოკვლა მხოლოდ რუსეთს სურს, ხოლო პუტინის – მთელ მსოფლიოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის სიცოცხლეს უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, ვიდრე უკრაინის ხელმძღვანელს. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, როგორ იცხოვრებს ადამიანი, რომელსაც „ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება მსოფლიოში“. რაზე ზელენსკიმ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ახლა ყველაზე დიდი საფრთხე უკრაინელებს ემუქრებათ, რომლებიც თხრილებში არიან. ვინაიდან, მათი სიცოცხლისთვის რისკი ყოველ წამს არსებობს.
„და მაინც, მეტ საფრთხეშია პუტინი, ვიდრე მე. მართლა ასეა. ვინაიდან ჩემი სიკვდილი მხოლოდ რუსეთში უნდათ, ხოლო მისი მოკვლა მთელ მსოფლიოს სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.