ზელენსკიმ ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც რუსეთში დაფრინავენ, სანქაციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სანქციები დააწესა 190-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 290 კომპანიას, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან და უკრაინის წინააღმდეგ ომთან.

სანქციების ქვეშ აღმოჩნდა189 რუსი, ორი ბელორუსი და ქართველი გაიაშვილი თამაზი, რომელიც არის Georgian Airways-ის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ მაისში რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლაზე ცალმხრივი აკრძალვა გააუქმა და 20 მაისს Georgian Airways-მა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა რუსეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები