2 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ივლისს სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ.

„ა.წ 2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრი იხსნება, რომლებიც გამოსაცდელების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იხსნება ამბროლაურშიც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები