ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პირველ დღეს ჩავიდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ესპანეთის წევრობა ევროკავშირის საბჭოში უკრაინის დედაქალაქში ვიზიტით დაიწყო.

1 ივლისს დილით პედრო სანჩესმა თავის Twitter-ში გამოაქვეყნა კადრები კიევის რკინიგზის სადგურიდან.

„უკვე კიევში ვარ. მინდოდა ევროკავშირის საბჭოს ესპანეთის თავმჯდომარეობის პირველი ღონისძიება უკრაინაში ყოფილიყო ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. მთელ ევროპულ სოლიდარობას გამოვუცხადებ უკრაინის მთავრობას და პარლამენტს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობის დამყარებამდე. სანამ ევროპაში მშვიდობა არ დაისადგურებს“, – წერს სანჩესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები