გაერო: საფრანგეთმა რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის ღრმა საკითხებს სამართალდამცავ ორგანოებში სერიოზულად უნდა გადახედოს

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია პოლიციის მიერ მოზარდის მოკვლით, რამაც საფრანგეთში არეულობა გამოიწვია.

„ეს არის მომენტი, როდესაც ქვეყანამ სერიოზულად უნდა გადახედოს რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის ღრმა საკითხებს სამართალდამცავ ორგანოებში. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ მშვიდობიანი შეკრების მნიშვნელობას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება ძალადობრივი ელემენტების წინააღმდეგ ისე, რომ ყოველთვის იყოს დაცული კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, არადისკრიმინაციის, სიფრთხილისა და ანგარიშვალდებულების პრინციპები“, – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერმა, რავინა შამდასანიმ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ნანტერში სამართალდამცველის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. დაკავებულია 900-ზე მეტი ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დარბეულია მაღაზიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები