სროლა კიშინიოვის აეროპორტში – არის მსხვერპლი

მოლდოვაში, კიშინიოვის აეროპორტში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოლდოვური გამოცემა NewsMaker-ი ავრცელებენ.

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მოლდოვაში შესვლა აუკრძალეს, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

კიშინიოვის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო, 30 ივნისს დაგეგმილი ყველა რეისი გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები