შაბათ-კვირას „მუსიკალური საღამოები“ ქვეყნის რვა ქალაქში გაიმართება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონებში „მუსიკალური საღამოები“ გრძელდება.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, 1-ელ ივლისს ღონისძიებებს გორი, ქუთაისი, ამბროლაური, ზესტაფონი, წალკა, ხოლო 2 ივლისს ქარელი, ონი და ხარაგაული უმასპინძლებს.
„მუსიკალური საღამოების“ ფარგლებში, რომელიც ყველა ქალაქში 19:00 საათიდან დაიწყება, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში, საბავშვო გასართობ შოუებში, გაიმართება გიტარის მუსიკალური და მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპი,სახის მოხატვა, ნოტების ქსოვა, საპნის ბუშტები და სხვა.
დღის ბოლოს საღამოს თბილისიდან მიწვეული მომღერლების და მუსიკალური ჯგუფების გრანდიოზული კონცერტები დაასრულებს.
„მუსიკალური საღამოები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში და დაბა ბაკურიანში ყოველ შაბათ-კვირას იმართება.