საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა განაცხადა, რომ არეულობის გამო ქუჩებში ჟანდარმერიის ჯავშანტექნიკა განლაგდება.
ინფორმაციას BFM TV ავრცელებს.
ასევე, აღინიშნა, რომ განთავსებული იქნება “დამატებითი მობილური ძალები”.
ეს არის იმ ზომათა ნაწილი, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით კრიზისული საბჭოს შეხვედრაზე იქნა მიღებული.