სოჭიდან საქართველოში ფრენები 11 ივლისს დაიწყება

სოჭიდან საქართველოში ავიარეისების შესრულება, 4 წლის განმავლობაში პირველად, 11 ივლისს დაიწყება.

ამის შესახებ სოჭის აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს.

მანამდე ავიაკომპანია Red Wings-ის პრესსამსახურმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება 2 ივნისს გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გადამზიდავმა ფრენები ორი კვირით გადადო.

დღეს კი, სოჭის აეროპორტმა ფრენების დაწყების ახალი თარიღი გამოაცხადა.

საქართველოში ფრენების დაწყების ახალ თარიღად 11 ივლისი გამოცხადდა.

აეროპორტის ცნობით, 2017 წლიდან 2019 წლამდე რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების შეზღუდვამდე, რეისებს ​სოჭისა და კრასნოდარის აეროპორტებიდან Ural Airlines-ი და Georgian Airways-ი ასრულებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები