ინდონეზიაში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი(EMSC) ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ბანტულიდან დაახლოებით 89 კილომეტრში, 66 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

შესაძლო მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები