საფრანგეთში არეულობების შედეგად დაკავებულთა რიცხვი 875-მდე გაიზარდა, ახალი არეულობების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთაგან 408 პარიზსა მის შემოგარენშია.
არეულობის შედეგად, 492 შენობა დაზიანდა, დაიწვა 2000 მანქანა, ქუჩაში ცეცხლის მოკიდების 3800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავდა 250-მდე სამართალდამცველი.
იმავდროულად, ჩრდილოეთ საფრანგეთში, სულ მცირე, ხუთმა პატარა ქალაქმა ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა: კლამარმა, მედონმა, ნეი-სურ-მარნმა, სავინი-ლე-ტემპლმა და დენენმა.
ასევე, ილ-დე-ფრანსის რეგიონში დღეიდან “სიტუაციის ნორმალიზებამდე” საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებს.
ასევე ცნობილია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში შეხვედრები შეწყვიტა და პარიზში მიემართება, სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში კრიზისების მეორე შეხვედრას გამართავს.
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება თუ არა, ჯერჯერობით, უცნობია. ამ ქმედებისკენ ხელისუფლებას სხვადასხვა პარტია მოუწოდებს.