ირაკლი ღარიბაშვილი – “ბლექ სი არენაზე”: შემოსავლების სახით უკვე 17 მილიონი ლარი არის მიღებული, ამას გარდა, 4,5 მილიონი ლარი სპონსორებით მიღებული შემოსავალია
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ბლექ სი არენას“ პროგრამების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანამ დღეის მდგომარეობით აღნიშნულიდან შემოსავლების სახით უკვე 17 მილიონ ლარი მიიღო.
როგორც მან აღნიშნა, 4, 5 მილიონი ლარი სპონსორებისგან მიღებული შემოსავალია, წლის ბოლომდე კი ქვეყანა 150 მილიონი ლარის ფარგლებში შემოსავალს ელოდება.
„ბილეთები რეკორდული რაოდენობით გაიყიდა, ჩანს, რომ ეს სწორი პროგრამა იყო, არსებობს საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი. შემოსავლების სახით უკვე 17 მილიონი ლარი არის მიღებული, ამას გადა, 4,5 მილიონი ლარი სპონსორებით მიღებული შემოსავალია, წლის ბოლომდე ველოდებით 150 მილიონი ლარის ფარგლებში შემოსავალს. ეს იყო კონკრეტული, კარგად გათვლილი პროგრამა, ამას ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს ახალგაზრდებს, ყველას ძალიან ბევრ სიუპრიზსს შევთავაზებთ, მათ შორის, 2024-შიც. საქართველო უნდა გახდეს, სპორტის, კულტურის ღონისძიებების შეკრების ადგილი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.