მაკრონი კრიზისების უკვე მეორე საბჭოს გამართავს – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჯერ არ განიხილება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბოლო ორი დღის განმავლობაში კრიზისების მეორე საბჭოს გამართავს.

ამის შესახებ BFM-TV ელისეის სასახლეზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ მაკრონი მინისტრთა კაბინეტს ადგილობრივი დროით 13:00 საათზე პარიზში შეხვდება და სავარაუდოდ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე ყოფნას შეზღუდავს.

მისი ოფისი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები