საფრანგეთში, არეულობის გამო, გასული ღამის განმავლობაში 249 პოლიციელი და ჟანდარმერიის თანამშრომელი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შსს ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული იყო 40 ათასი პოლიციელი, მათ შორის, 5 ათასი პარიზში.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ არცერთი ძალოვანი სერიოზულად არ დაშავებულა.